კამბო

კამბო სამხრეთ ამერიკაში, ამაზონის ტყეში მცხოვრები ხის გიგანტური ბაყაყია (ლათ: phyllomedusa bicolor). მის სეკრეციას ამერიდიანელი ხალხები წამლად, განსაკურებულ წამლად, იყენებენ. კამბოს ასევე უწოდებენ საპოს (sapo – ესპანურად გომბეშოს ნიშნავს), და აკატეს (მატსეს ხალხის მშობლიურ ენაზე).

დღეს, კამბოს იყენებენ როგორც ალტერნატიულ თერაპიას: ორგანიზმის ტოქსინებისაგან გაწმენდისა და იმუნური სისტემის გაძლიერებისათვის; ასევე ნარკოტიკული ნივთიერებების ან სხვა დამოკიდებულებებისაგან გათავისუფლების, ქრონიკული დაღლილობისა და დეპრესიის დასაძლევად.

კამბო, ძლიერი წამალია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანს გათავისუფლდეს დაგროვილი უარყოფითი გამოცდილებისაგან და გაიაროს ძირეული ფიზიკური და ენერგეტიკული წმენდა.

ტრადიციული გამოყენება

კამბოს შესახებ ორი სხვადასხვა ლეგენდა არსებობს, ერთი კაშინავას გადმოცემით, და მეორე მატსეს ხალხებში შემონახული. ეს ორი ტომი ერთმანეთისაგან ოდნავ განსხვავებული პროცესითა და მიზნით იყენებს კამბოს. კაშინავას ხალხის გადმოცემით, შამანმა სახელად კამპ’უმ, აიაჰუასკას ჰკითხა რით განეკურნა მისი ხალხი, რომლებიც უცნობი სენით შეიქნენ ავად და იხოცებოდნენ. აიაჰუასკას მოგზაურობაში მას ასწავლეს როგორ შეეგროვებინა კამბოს სეკრეცია და განეკურნა მისი მეშვეობით დაავადებულები. კაშინავას ხალხში მკურნალები კამბოს დღემდე იყენებენ აიოჰუასკას რიტუალამდე მოსამზადებლად და გასაწმენდად.

მატსეს ხალხი კამბოს აკატეს ეძახის და ის როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებსა და ბავშვებს უკეთდებოდათ. მატსეს ხალხი მონადირეობით ირჩენდა თავს სანამ სულ რამდენიმე ათწლეულის წინ პირველი კონტაქტი შედგებოდა ემიგრირებულ მოსახლეობასთან და უცხოელებთან. კამბო კეთდებოდა ნადირობის წინ სამი დღის განმავლობაში და გადმოცემის მიხედვით ის მონადირეებს ადამიანის სუნს აკარგინებდა, რის გამოც მათ ნადირთან მიახლოვება შეეძლოთ; აძლევდა ძალას, ამტანობას, შიმშილისა და წყურვილის მოთმენის უნარს. მატსესათვის ის მთავარი საშუალება იყო პანემის (ითარგმნება როგორც ცუდი ენერგია ან უიღბლობა) დასაძლევად. ქალებსა და ბავშვებს ის ავადმყოფობებისაგან დასაცავად უკეთდებოდათ. კამბო მატსესათვის ერთგვარი ვაქცინის ფუნქციას ასრულებდა.

80-იან წლებში, ამერიკელი ჟურნალისტი პიტერ გორმანი პირველი (რაც ცნობილია დღეს) უცხოელი იყო ვისაც მატსეს ტომმა კამბო გაუზიარა. მან საკუთარი გამოცდილება წიგნში “საპო, ჩემ სულში” აღწერა. მას შემდეგ ინტერესი კამბოს მიმართ ნელ-ნელ გაიზარდა.

თანამედროვე მეცნიერება და კამბო

1985 წელს მეცნიერებისა და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, რომის უნივერსიტეტის მეცნიერმა ვიტორიო ესპამერმა კამბოს შემადგენლობის ანალიზი ჩაატარა და დაასკვნა რომ მის სეკრეციაში 70-მდე აქრიური პეპტიდი იყო, რომელსაც მრავალმხრივი სამეციდინო გამოყენება შეიძლება ჰქონოდა “(Esparmer et al.,). კამბოს ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. შემადგენლობის გამო, ის პოტენციურად სასარგებლოა დეპრესიის, მიგრანების, სისხლის მიმოქცევის პრობლემის, შინაგანი ორგანოების, თვალისა და კანის დაავადებების სამკურნალოდ. წაიკითხეთ რას წერენ მეცნიერები აკადემიურ წყაროებში ამ გვერდზე.

photo by Julio Garcia
ფოტოს ავტორი: ხულიო გარსია

ეს წამალი ძალიან ძვირფასია, ის ცოცხალი არსებისგან იღება. ჩემთვის მნიშვნელოვანია პირადად ვიცოდე ვინ შეაგროვა და როგორ პირობებში.

დონ რობინსონი იღებს წამალს, ის რბილ ნაჭერს იყენებს წვრილი თოკის ნაცვლად რომ ბაყაყი არ დააზიანოს.

Create your website at WordPress.com
დაიწყე