შამანური სუნთქვა საკუთარი თავის წვდომის, პატიების, მიღების და გარდაქმნის – ერთ-ერთი მეთოდია.
რით შეიძლება დამეხმაროს შამანური სუნთქვის სესია?
ამ მეთოდით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარ თავში ჩახედვა, წარსულის, ტკივილის, სირცხვილის, ბრაზის მონანიება, და ცხოვრებაში ახალი მიმართულების აღება. საკუთარ თავში ახალი ძალის და სიახლის აღმოჩენა. ამ პროცესის დროს მოსალოდნელია ძლიერი ემოციებისაგან დაცლა და მათი გამოხატვა ტირილით, ქვითინით, სიცილით, ხარხარით, სიმღერით და ასე შემდეგ.
შამანური სუნთქვის რიტუალი ჩემთან
ჩემთვის ამ მეთოდით გამოწვეული საკუთარი თავის წვდომა, გაცილებით უფრო ძლიერი იყო ვიდრე ფსიქოდელიური მოგზაურებები ფსიქოტროპული მცენარეებით ან ნივთიერებებით. ტექნიკა ვისწავლე კამბოს დატანასთან ერთად და მას ადამიანებს ვთავაზობ როგორც დამხმარე პროცესს.

რა არის შამანური ელემენტი ამ პროცესში?
მაშინ როდესაც სუნთქვის ეს მეთოდი სხვა მიმდინარეობებშიც გამოიყენება (მაგალითად ჰოლოტროპული სუნთქვის დროს) – შამანური ნაწილი ამ პროცესში არის – მყისიერი – ინტუიტიური სიმღერის და დრამის გამოყენება. სუნთქვისა და დრამის მეშვეობით ადამიანი ტრანსის მდგომარეობაში შედის და იწყებს ძლიერი ემოციების განცდას, ამ დროს ხშირია ხილვები და სხულში მძაფრი შეგრნებების განცდა. ზოგიერთი ამ გამოცდილებას ‘დი-ემ-თით’ მოგზაურობას, ან ცხად სიზმარს ადარებს. ამ პროცესს თან ახლავს ‘ამომღერება’ (calling out for spirits). სიმღერა მნიშვნელოვანი ნაწილია ამ რიტუალის, ის მყისიერად იწყება და ვითარდება იმისდა მიხედვით თუ რა პროცესს გადიან მონაწილეები.ს
ამ პროცესის დროს მოსალოდნელია ძლიერი ემოციებისაგან დაცლა და მათი გამოხატვა ტირილით, ქვითინით, სიცილით, ხარხარით, სიმღერით და ასე შემდეგ. ამ მეთოდით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარ თავში (არაცნობიერში) ჩახედვა, წარსულის, ტკივილის, სირცხვილის, ბრაზის მონანიება, და ცხოვრებაში ახალი მიმართულების აღება.
შამანური სუნთქვის სესია
ინდივიდუალური შამანური სუნთქვა გაგრძელდება 2:30 საათს, ჯგუფური 3 საათს. ჯგუფის სიდიდე არ აღემატება 5 ადამიანს. პროცესი მოიცავს: ახსნას და მომზადება, სუნთქვის ერთ-საათიან პროცესს, და გამოცდილების გაზიარება/ინტეგრირებას. პროცესის დასრულების შემდეგ მოხდება სპეციალური რაპეს გაზიარება, რომელსაც ძლიერი გამომაფხიზლებელი ეფექტი აქვს.
შამანური სუნთქვის გამოსაცდელად შეავსეთ ფორმა
საშიშია თუ არა სუნთქვის ამ მეთოდის გამოცდა?
გარკვეული მდგომარეობების დროს სუნთქვის ამ მეთოდის გამოცდა არ არის სასურველი (მაგალითად, გულის დაავადებების, ეპილეფსიის ან ანევრიზმის ისტორიის მქონე ადამიანებისათვის). ჯანმრთელ ადამიანს, რომელსაც არ განუცდია ძლიერი ფსიქიკური აშლილობა, შეუძლია (გამოცდილი გიდის დახმარებით), ეს მეთოდი უშიშრად გამოსცადოს.
წაიკითხე მეტი
რა მსგავსება ან განსხვავებაა ჰოლოტროპულ სუნთქვასა და შამანურ სუნთქვას შორის?
რაპეს ანუ ჰაპეის შესახებ