როგორ გავხდი კამბოს დამტარებელი?
მიჭირს სიტყვებით გადმოვცე რამდენად მნიშვნელოვანია კამბო ჩემთვის. მისი მეშვეობით განვიკურნე, და დავძლიე 15 წლიანი დამოკიდებულება, შევცვალე ჩემი ცხოვრების წესი, და ისეთი ძირეული ჩვევებიც კი რომელთა გამოსწორების იმედი უკვე აღარ მქონდა. ამ წამლის მეშვეობით დამიბრუნდა რწმენა და მომეცა უზადო ძალის და თავმდაბლობის შეგრძნება.
კამბოს მესამე ცერემონია ძალიან მძიმე მაგრამ ამავდროულად ძირეული აღმოჩნდა ჩემთვის. დავძლიე ჩვევა რომელიც წლების განმავლობაში საკუთარ თავთან მოსვენებას არ მაძლევდა, და ასევე გამიჩნდა აღუწერელი სურვილი და ძახილი რომ წავსულიყავი იმ გარემოში სადაც ბაყაყები ბუნებრივად ცხოვრობენ და მათ შესახებ მეტი მესწავლა. პერუში ჩასული არ ვაპირებდი გავმხდარიყავი კამბოს დამტანი. ჩემ იქ წასვლას ერთგვარი პილიგრიმობის ხასიათი ჰქონდა. მხოლოდ შამანური დიეტის დროს იყო, როდესაც ჯუნგლებში ვიყავი პატარა ქოხში იზოლირებული და ყოველ დღე გავდიოდი კამბოს ცერემონიას – მივიღე ცოდნა, სიმღერა და ლოცვა.
დიეტა – შამანური ‘მარხვაა’, როდესაც ადამიანი იზოლირებულია, მარხულობს ან შიმშილობს, და გარკვეული მცენარის ან ცხოველის გამოცდილებასთან/სულთან ამყარებს კავშირს ცოდნის მიღების მიზნით.
ამ გამოცდილების შემდეგ გავხდი კამბოს დამტარებელი, დამტანი და მომღერალი, რაც ნიშნავს რომ მიმაქვს კამბოს გამოცდილება ადამიანებთან, ვქმნი სივრცეს და ვდარაჯობ პროცესის დროს. დამაქვს წამალი კანზე, და ვმღერი სამკურნალო სიმღერას, და ამ ყველაფრით ვცდილობ პროცესი შევუმსუბუქო.
მადლობელი ვარ კამბოს გამოცდილების/სულის, და ჩემი მასწავლებლების: დიედრესი (ჩემი დის რომელმაც პირველად შემახვედრა კამბოს, ჩემი ეგო დამანახა, და ბიძგი მომცა თავმდაბლობის და სიყვარულის გზა ამერჩია), დეიანისა და ჯერასი (რომლებმაც მასწავლეს როგორ უნდა დავიტანო კამბო ამაზონიდან გარეთ, თანამედროვე სამყაროს პირობებში).
კამბოს დატანა ჩემთვის არ არის შემოსავლის წყარო, არც კარიერა, ეს არის ‘მსახურება’ რომ წამალი მივიტანო იმ ადამიანებთან ვისაც ეს სჭირდება. ჩემ დარჩენილ დროს ვატარებ ლოცვაში, ცეკვაში, თამაშში, პურის ცხობაში. ამ გვერდებზე წაიკითავთ ინგლისურად ჩემი სამსახურის შესახებ, სადაც ვცდილობ აკადემიური სწავლების ‘სიმძიმე’ ცეკვით შევამსუბუქო.
დაე იყოს ყველა ბედნიერი, ხილული თუ უხილავი.