შამანური სუნთქვა საკუთარი თავის წვდომის, პატიების, მიღების და გარდაქმნის – ერთ-ერთი უნიკალური მეთოდია, რომელიც არ მოითხოვს გარეგან ჩარევას.
რით შეიძლება დამეხმაროს შამანური სუნთქვის სესია?
ამ მეთოდით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარ თავში ჩახედვა, წარსულის, ტკივილის, სირცხვილის, ბრაზის მონანიება, და ცხოვრებაში ახალი მიმართულების აღება. საკუთარ თავში ახალი ძალის და სიახლის აღმოჩენა. ამ პროცესის დროს მოსალოდნელია ძლიერი ემოციებისაგან დაცლა და მათი გამოხატვა ტირილით, ქვითინით, სიცილით, ხარხარით, სიმღერით და ასე შემდეგ.

რა არის შამანური ელემენტი ამ პროცესში?
მაშინ როდესაც სუნთქვის ეს მეთოდი სხვა მიმდინარეობებშიც გამოიყენება (მაგალითად ჰოლოტროპული სუნთქვის დროს) – შამანური ნაწილი ამ პროცესში არის – მყისიერი – ინტუიტიური სიმღერის და დრამის გამოყენება. სუნთქვისა და დრამის მეშვეობით ადამიანი ტრანსის მდგომარეობაში შედის და იწყებს ძლიერი ემოციების განცდას, ამ დროს ხშირია ხილვები და სხულში მძაფრი შეგრნებების განცდა. ზოგიერთი ამ გამოცდილებას ‘დი-ემ-თით’ მოგზაურობას, ან ცხად სიზმარს ადარებს. ამ პროცესს თან ახლავს ‘ამომღერება’ (calling out for spirits). სიმღერა მნიშვნელოვანი ნაწილია ამ რიტუალის, ის მყისიერად იწყება და ვითარდება იმისდა მიხედვით თუ რა პროცესს გადიან მონაწილეები.ს
ამ პროცესის დროს მოსალოდნელია ძლიერი ემოციებისაგან დაცლა და მათი გამოხატვა ტირილით, ქვითინით, სიცილით, ხარხარით, სიმღერით და ასე შემდეგ. ამ მეთოდით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარ თავში (არაცნობიერში) ჩახედვა, წარსულის, ტკივილის, სირცხვილის, ბრაზის მონანიება, და ცხოვრებაში ახალი მიმართულების აღება.
საშიშია თუ არა სუნთქვის ამ მეთოდის გამოცდა?
ჯანმრთელ ადამიანს, რომელსაც მყარი ფსიქიკა აქვს და არ განუცდია ძლიერი ფსიქიკური აშლილობა შეუძლია ეს მეთოდი მარტომაც გამოსცადოს. ინტერნეტში იპოვით სხვადასხვა რჩევებს, და ვიდეოებს, რომელიც ხსნის ბიოდინამიურ, ჰოლოტროპულ თუ შამანური სუნთქვის მეთოდს.
გირჩევთ ყოველთვის გყავდეთ თან ერთგული ადამიანი, რომელიც პროცესის დროს თქვენი თანამხედველი იქნება.
სუნთქვითი ასეთი ძლიერი მეთოდების დროს ადამიანების უმრავლესობას სჭირდება შეხსენება რომ ისუნთქონ, და ასევე გარკვეულ პროცესში დახმარება. მხოლოდ გამოცდილმა ადამიანმა უნდა გააკეთოს ეს პროცესი მეგობრის, ან თანამხილველის დახმარების გარეშე.
რა დროს არ შეიძლება შამანური სუნთქვა?
შემდეგი მდგომარეობების დროს შამანური სუნთქვის გავლა არ არის სასურველი:
- ბრონქული ასთმა
- გულ-სისხლძარღვთა დაავადება
- პანიკის შეტევების (პანიკური აშლილობის) ისტორია
- ეპილეფსიური შეტევის ისტორია/შემთხვევა
- მემკიდრეობით ანევრიზმის ისტორია/შემთხვევა
- ორსულობის დროს
ჩემი გამოცდილება
ჩემთვის ამ მეთოდით გამოწვეული საკუთარი თავის წვდომა, გაცილებით უფრო ძლიერი იყო ვიდრე ფსიქოდელიური მოგზაურებები ფსიქოტროპული მცენარეებით ან ნივთიერებებით. მას შემდეგ მას ადამიანებს ვუზიარებ, სივრცეს ვდარაჯობ და ვმღერი ამ პროცესის დროს.
შამანური სუნთქვის სესია
ინდივიდუალური შამანური სუნთქვა გაგრძელდება 2 საათს, ჯგუფური 3 საათს. ჯგუფის სიდიდე არ აღემატება 5 ადამიანს. პროცესი მოიცავს: ახსნას და მომზადებას, სუნთქვის ერთ-საათიან პროცესს, და გამოცდილების გაზიარება/ინტეგრირებას. პროცესის დასრულების შემდეგ შესაძლებელია რაპეს გაზიარება რომელსაც ძლიერი გამოსაფხიზლებელი ეფექტი აქვს.
შამანური სუნთქვის გამოსაცდელად შეავსეთ ფორმა .