
კამბო, ძლიერი წამალია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანს გათავისუფლდეს დაგროვილი უარყოფითი გამოცდილებისაგან და გაიაროს ძირეული ფიზიკური და ენერგეტიკული წმენდა.
კამბო სამხრეთ ამერიკაში, ამაზონის ტყეში მცხოვრები ხის გიგანტური ბაყაყია (ლათ: phyllomedusa bicolor). მის სეკრეციას ამერიდიანელი ხალხები წამლად, განსაკურებულ წამლად, იყენებენ. კამბოს ასევე უწოდებენ საპოს (sapo – ესპანურად გომბეშოს ნიშნავს), და აკატეს (მატსეს ხალხის მშობლიურ ენაზე).
დღეს, კამბოს იყენებენ როგორც ალტერნატიულ თერაპიას: ორგანიზმის ტოქსინებისაგან გაწმენდისა და იმუნური სისტემის გაძლიერებისათვის; ასევე ნარკოტიკული ნივთიერებების ან სხვა დამოკიდებულებებისაგან გათავისუფლების, ქრონიკული დაღლილობისა და დეპრესიის დასაძლევად.

კამბოს რიტუალი
სესია დაახლოებით 1-2 საათს გრძელდება და მოიცავს: წინასწარ მომზადებას, კანის დამუშავებას, წამლის დატანას და ღრმა წმენდას. კანზე წამალი დაიტანება ტამშით . პროცესის დასრულების შემდეგ ადამიანები შვებას გრძნობენ და მალევე აქვთ მოზღვავებული ენეგიის შეგრძნება.
როგორ შეიძლება კამბოს რიტუალის თბილისში გავლა?
მომდევნო საშუალება კამბოს მიღების, თბილისში, იქნება ოქტომბერი-ნოემბერის თვეებში, 2023.

კამბო განსაკუთრებული წამალია, რომელიც ადამიანს აძლევს გამბედაობას და ამტანობას საკუთარ თავში ჩაიხედოს და საჭირო ცვლილებები გაატაროს. ის სიცოცხლის სურვილს უბრუნებს დაკარგულ ადამიანს.