კამბოს რიტუალი თბილისში

კამბოს მოსათხოვად უნდა შეავსოთ ფორმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ფორმის გამოგზავნის შემდეგ დაგიკავშირდებით. თბილისში კამბოს ჩამოსატანად ვმოგზაურობ გაზაფხულზე და შემოდგომას.

კამბოს რიტუალი დაახლოებით 1-2 საათს გრძელდება და მოიცავს: წინასწარ მომზადებას, კანის დამუშავებას, წამლის დატანას და ღრმა წმენდას. კამბოს წასმამდე ხდება 1,5 – 2 ლიტრი წყლის დალევა რათა პროცესი გაუადვილდეს ადამიანს (მათ შორის მოსალოდნელი გულისრევა). თვითონ პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი წამლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება გრძელდება 15-30 წუთს და ძლიერი ფიზიკური შეგრძნებები ახასიათებს. ამ დროს მოსალოდნელია ოფლიანობა, მუცელში ტკივილის შეგრძნება, ტუჩების და სახის შესიება, და გულისრევა. ეს სიმპტომები მალევე გადის. კანზე წამალი დაიტანება შემდეგი მეთოდით: ჯერ ტამშით კეთდება ჭიშკრები ეწოდება, და თითოეულ ჭიშკარში ხდება თითო წვეთი წამლის დატანა. პროცესის დასრულების შემდეგ ადამიანები შვებას გრძნობენ,

სესიის შემდეგ სასურველია განბანა და დასვენება. ნაწილი ადამიანების, პროცესის დასრულებისთანავე გრძნობენ თავს ენერგიულად, ზოგიერთი კი კამბოს შედეგს მხოლოდ მომდევნო დღეების განმავლობაში იღებს.

წინასწარი მომზადება

აუცილებელია ცერემონიამდე 12 საათი – შიმშილობა (ყველანაირი მყარი და თხევადი საკვებისაგან თავის შეკავება). მიიღეთ მხოლოდ სუფთა სასმელი წყალი ან მცენარეული (უკოფეინო) ჩაი.

უფრო ღრმა ეფექტის მისაღებად, სასურველია ცერემონიამდე სამი დღის განმავლობაში:

  • ცხიმიანი, დამუშავებული, და ხორციანი საკვების,
  • ალკოჰოლის და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების*
  • სექსუალური აქტივობისაგან თავის შეკავება.

(თუ ნარკოტიკული ნივთიერებისადმი ძლიერ დამოკიდებულებას აქვს ადგილი, თავი შეიკავეთ ცერემონიამდე 12 საათის განმავლობაში)

კამბოს რიტუალი სახლის პირობებში