რაპე (გამოითქმება როგორც რა-პეი, ან ჰა-პეი) არის წმინდა შამანური წამალი, რომელსაც ათასობით წლის განმავლობაში ამაზონის აუზის მკურნალები იყენებენ . ის გამშრალი და დაფქვილი მცენარეების ნაზავია, რომელიც ძირითადად შეიცავს თამბაქოს (Nicotiana rustica) და ზოგჯერ ასევე (Nicotiana tabacum), როგორც ერთ – ერთ მთავარ ინგრედიენტს. თამბაქოს სიმძლავრის გათვალისწინებით (Nicotiana rustica მაგალითად 20-ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე Nicotiana tabacum), რაპე ძლიერი ‘გამოფხიზლების’ ეფექტის მომტანია.

სამხრეთ ამერიკის შამანები თამბაქოს, როგორც სამკურნალო მცენარეს იყენებენ. ის რიტუალური წამალია. მის მოხმარებას არანაირი კავშირი არ აქვს დასავლეთში გავრცელებულ თამბაქოს მოწევასთან. ძირძველი ტომები თამბაქოს იყენებდენ ცერემონიებში, და სულიერი და სამკურნალო მიზნით, მაგრამ იშვიათად მოწევისათვის.

რაპეს ადმინისტრირება ხდება ბამბუკის ან ძვლის მილის მაგვარი ხელსაწყოთი, რომელსაც ტეპი ეწოსება.

შემადგენლობა

რაპეს დამზადება და რიტუალური გამოყენება ბევრ ამერიდიანულ ხალხში გვხდება,უფრო მეტიც ტომები ხშირად საიდუმლოდ ინახავენ ნაზავს, რომლითაც მათი რაპე კეთდება. შესაბამისად დღეს ხელმისაწვდომია სხვადასხვა შემადგენლობის რაპეები. თამბაქოს გარდა, რაპე ხშირად შეიცავს სხვა მცენარეებს, რომლებიც ან გამშრალი ან დამწვარი ფორმით არის შერეული: მაგალითად დარიჩინი, პიტნა, სამყურა. გარდა ამისა, რაპე შეიძლება გაკეთდეს ფსიქოაქტიური მცენარეებისგან, მაგ. მაკამბო (Theobroma bicolor); ცუნუ (Platycyamus regnellii), კოპაიბა (McKenna, T., 1993). არსებობს სპეციალური რაპეები, რომლებიც შეიცავს ჰალუცინოგენებს ანადენანტერა, ერიტროქსილუმი, ვიროლა , ასევე იურემას (mimosa hostilis) და ჩაკრუნას (psychotria viridis).

რაპეს ნაირსახეობები რომლებსაც ვიყენებ კამბოს და სხვა რიტუალების დროს

რაპეს ეფექტი და გამოყენება

რაპეს გამოყენებას მრავალი განსხვავებული დანიშნულება აქვს ძირძველი ტომებისთვის, რომელთა შორის არის ინიცირების რიტუალები, სოციალური რიტუალები და სამკურნალო ცერემონიები. შამანები მას თავად იღებენ კურიპეს მეშვეობით (უფრო მოკლე ბამბუკის ან ძვლის მილი რომლითაც შესაძლებელია პირიდან ჰაერის ცხვირში აბერვა) რათა დაუკავშირდნენ ‘მცენარის სულს/გამოცდილებას’. ტრადიციულად რაპე ეხმარება ემოციური, ფიზიკური და სულიერი დაავადებებისგან გათავისუფლებას და ამსუბუქებს სიმძიმის, და გაუგებრობის შეგრძნებას. გარდა ამისა, რეპე საშუალებას აძლევს სხეულის დეტოქსიკაციის გზას და ასუფთავებს ცხვირის ღრუს და სინუსებს ჭარბი ლორწოს, ტოქსინების და ბაქტერიებისაგან.

რაპეს ადმინისტრირების პროცესი

რაპეს ადმინისტრირების დროს, ადამიანი ინტენსიურ დარტყმას გრძნობს, რომლის დროსაც საუბარი წყდება (შაინაგანი ხმა) და მოდის შეგრძნება, რომ გონებაში გათავისუფლებული სივრცე წარმოიქმნა.

რაპეს რიტუალის დროს მაწავლებელ-მცენარეს ვუხმობთ და საკუთარი სუნთქვით ვახდენთ სამკურნალო წამლის გაზიარებას. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია რა განზრახვა გვაქვს. რიტუალის წინ ხდება სპეციალური ლოცვის წარმოთქმა.

რაპეს მიღების ტრადიციული მეთოდი

წყაროები ინგლისურ ენაზე

McKenna, T., 1993. Food of the Gods: The Search for the Original Tree of Knowledge – a Radical History of Plants, Drugs, and Human Evolution. Bantam Books, New York., p. 336.

deSmet PA (1985) A multidisciplinary overview of intoxicating snuff rituals in the western hemisphere. J Ethnopharmacol. 13(1) pp. 3-49.


Schultes RE (1984). Fifteen years of study of psychoactive snuffs of South America: 1967-1982 — a review. Journal Ethnopharmacology 11(1) pp. 17-32.