ჰოლოტროპული სუნთქვა და შამანური სუნთქვა

ხშირად მეკითხებიან, ჰგავს ან კავშირშია თუ არა შამანური სუნთქვა ჰოლოტროპულ სუნთქვასთან, რომელიც სტანისლავ გროფისა და მისი მეუღლის მიერ დაპატენტებული სუნთქვითი თერაპიის მეთოდია.

სუნთქვის მეთოდი: პრაქტიკულ დონეზე – ორივე მეთოდში გამოიყენება მსგავსი (სწრაფი) რიტმული სუნთქვა. ჰოლოტროპულ ჯგუფებში გვხვდებიან ‘სითერები და მსუნთქავები’ და მონაწილეთა რიცხვი ხანდახან 50-ს აღწევს. შამანური წრე უფრო პატარა და ინტიმურია, ის არ აღემატება 5-10 ადამიანს და ერთი მედიატორი ჰყავს.

პროცესის ხანგრძლივობა: ტრადიციული ჰოლოტროპული სესია 12 საათს გრძელდება და 3 საათიანი სუნთქვის სესიებს მოიცავს. შამანური წრე უფრო ხანმოკლეა მაგრამ ინტენსიური, ის 3 საათს არ აღემატება.

პროცესის მიმდინარეობა: განსხვავებაა მუსიკაში. შამანურ წრეს თან სდევს რიტმული დრამი და რიტუალური სიმღერის შესრულება, რომელიც მყისიერად სრულდება მონაწილეების პროცესის მიხედვით. ჰოლოტროპულ ჯგუფებში უფრო ხშირად შეხვდებით თანამედროვე ელექტრონული და ეთნიკური მუსიკის ჩანაწერს.

გამოცდილების ინტეგრაცია: ჰოლოტროპული სუნთქვის შემდეგ ხატვით (მაგალითად მანდალის დახატვით) ხდება გამოცდილების ინტეგრირება. შამანური სუნთქვის დასრულების შემდეგ მე მონაწილეებს რაპეს ვუზიარებ.

ეფექტურობა: სუნთქვის ეს მეთოდები ერთი ხის სხვადასხვა ტოტებია; იქნება ეს ჰოლოტროპული, ბიო-დინამიური, თუ შამანური. ისინი საკუთარი თავის წვდომის, პატიების, და შეცვლის ეფექტური საშუალებებია; გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ არ შემხვედრია ადამიანი ვისაც მათი გამოცდის შემდეგ სხვაგვარად ეფიქროს.

დანამატი: ჩემი აზრით. სუნთქვის ასეთი სესიით გამოწვეული გამოცდილება ყველაზე მნიშვნელოვანი სტიმული შეიძლება გახდეს ადამიანისათვის რათა ცხოვრებაში ცვლილებები დანერგოს. გამოცდილება იმდენად მძაფრია რომ ძირეულ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანზე. მიუხედავად ამისა, ასეთი რიტუალების შედეგად მიღებული შემეცნება მხოლოდ დროებით გვაჩვენებს იმას, რასაც ყოველღიური ფიზიკური (და სულიერი) ვარჯიშით, დისციპლინით, შეუძლია ადამიანს გაითავისოს. სუნთქვითი თერაპია ყველა ადამინისათვის ხელმისაწვდომია.

ემი გამოცდილება:
შამანური სუნთქვის მეთოდი მასწავლეს კამბოს დიეტის დროს; ჩემთვის ამ მეთოდით გამოწვეული საკუთარი თავის წვდომა, გაცილებით უფრო ძლიერი იყო ვიდრე რომელიმე ფსიქოტროპული მცენარეებით ან ნივთიერებებით მოგზაურობა. მას შემდეგ მას ადამიანებს ვუზიარებ, სივრცეს ვდარაჯობ და ვმღერი ამ პროცესის დროს. სიმღერა მნიშვნელოვანი ნაწილია ამ რიტუალის, ის მყისიერად იწყება და ვითარდება იმისდა მიხედვით თუ რა პროცესს გადიან მონაწილეები.